მიმდინარე კანონმდებლობა

 მიმდინარე კანონმდებლობა

მარიხუანის მოხმარებისთვის მსჯავრდებულებს

24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბექა წიქრიშვილის სარჩელზე გამოტანილი დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება პატიმრობისგან ათავისუფლებს ყველა პირს, ვისაც პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა. გადაწყვეტილება შესაძლოა გავრცელდეს მარიხუანის მოხმარებისთვის 273-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებზეც.

საჭიროა პატიმრის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის (ადვოკატის) სახელით სააპელაციო სასამართლოს წარედგინოს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობის ფორმა ჩამოტვირთეთ თანდართულ ლინკზე “გადმოწერა”.

რომელ სასამართლოს უნდა წარედგინოს შუამდგომლობა

შუამდგომლობა უნდა შევიდეს თბილისის, ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, წერილობითი ფორმით. აღმოსავლეთ საქართველოში გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობა შევა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო დასავლეთ საქართველოში გამოტანილ განაჩენზე - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, ანუ მისი ავტორის და პროკურატურის დაუსწრებლად, ამოწმებს შუამდგომლობის დასაბუთებულობას და იმას, თუ რამდენად სწორადაა ის დაყენებული. რის შემდეგაც სასამართლო ნიშნავს საქმის არსებითი განხილვის სხდომას, რაზეც ასევე ატყობინებს მხარეებს (როგორც შუამდგომლობის ავტორს, ისე პროკურატურას) და აძლევს მათ გონივრულ ვადას, პროცესისთვის მოსამზადებლად.

შუამდგომლობის ფორმა

 

შუამდგომლობის პირველ ცარიელ გრაფაში უნდა მიეთითოს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს დასახელება, რომელმაც გამოიტანა განაჩენი. ხოლო შემდგომ გრაფებში უნდა მიეთითოს საბოლოო განაჩენის გამოტანის თარიღი, და საქმის ნომერი.

shuamdgomloba