სულ მალე, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი შეუდგება საქმიანობას და ქვეყანას ოთხ წელიწადში სულ სხვა რეალობაში გადაიყვანს: განამტკიცებს სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას, ააყვავებს ეკონომიკას, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი სამაგალითო გახდება რეგიონში, ტურიზმი თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდება, თბილისი მსოფლიოს ყველაზე გამწვანებულ ქალაქებს შორის დაიკავებს ადგილს.

ავტორი დავით სუბელიანი

“ჩვენ” და “ისინი”, ამ ერთი შეხედვით მარტივი დაყოფით იწყება საქართველოში ყველასთვის ცნობილი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. 2003 წლისთვის, ოპოზიცია “ჩვენ” და “ისინი” მარტივად გადაითარგმნა საზოგადოების ფართო ფენისთვის და რაც მთავარია, ყველასათვის გასაგები აღმოჩნდა. ჩვენში მოაიზრებოდა ის ხალხი, რომელიც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონია, მისი კანონიერი მფლობელია, ხოლო ისინი არის ჯგუფი, ვინც საფრთხეს შეიცავს ქვეყნის პატიოსანი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც წაართვეს საჯარო სივრცე თავის ღირსეულ მესაკუთრეებს.

ავტორი დავით ლაღიძე

წინა მოკლე ისტორიული ნარატივი საჭირო იყო იმისთვის, რომ განგვესაზღვრა თუ რა განვითარების ტრაექტორია გამოვიარეთ, რომლის შედეგადაც შეიძლება დავსახოთ დღეს შემორჩენილი ნარკოპოლიტიკა. შემდეგ პარაგრაფში, განვიხილავ ნარკოპოლიტიკის ფაქტორებს, ერთი მხრივს სახელმწიფოს სტრუქტურულ ფენომენს, თუ რამ განაპირობა ამგვარი პოლიტიკის შექმნა. მეორეს მხრივ, ჩემი მიზანი იქნება დავადგინო არსებობდა თუ არა კავშირი ქართულ ნარკოპოლიტიკასა და საერთაშორისო ბრენდ, “ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ” შორის.

ავტორი დავით ლაღიძე

cover1349.jpg

დემურ სტურუამ, 22 წლის ბიჭმა ან ბავშვმა, როგორც ზოგიერთი იტყოდა, თავი პოლიციის შანტაჟის წინააღმდეგ ჩამოიხრჩო და თან წერილი დატოვა, რომელშიც ცუდი ხელწერითა და მრავალი ჩასწორებით თვითმკვლელობისმოტივები იყო ახსნილი. მოტივები ან მისი გამოცდილების ის ინტერპრეტაცია, რომელსაც პოლიცია, როგორც წესი, მყისიერი პრესკონფერენციებით კონტრინტერპრეტაციას უპირისპირებს ხოლმე.

ავტორი გიორგი ჩუბინიძე

პერსექტივები მარიხუანას საქმეზე მიღწეული გამარჯვების შემდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ოქტომბერს მარიხუანის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ადამიანის ღირსების შემლახავად, და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ცნო პირადი მოხმარების მიზნით მინიმუმ 70 გრამამდე გამომხმარი მარიხუანის შენახვისთვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. იქამდე დიდი ოდენობით (50-500 გრ.) გამომშრალი მარიხუანის შენახვისთვის სასჯელის სახედ განისაზღვრებოდა შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.