CTEoUsIWoAA_XZy.png

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში განხორციელებული ნარკოტიკების წინააღმდეგ “წარმატებული” პოლიტიკა არ იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ექსკლუზიური ინოვაცია. მისი ანალოგი, როგორც ვნახეთ, ამერიკაში უკვე არსებობდა და ბევრად ადრე მოხდა მისი იმპლემენტაცია. 2003 წელს ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, გარდა სხვა ამოცანებისა, იყო საყოველთაოდ გავრცელებული კრიმინალის შემცირება და მისი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დაქვემდებარება. ამის ფარგლებში, მთავარი ამოცანა იყო ნარკოპოლიტიკის იმ ხაზით გამკაცრება, რომელიც რეალურად შეამცირებდა კრიმინალს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აქ რაიმე სხვა დანიშნულება შეიძლება ყოფილიყო. ერთი და ცხადი მიზანი ნეოლიბერალურ ხელისუფლებას ქონდა დანაშაულის შემცირება და ამ კუთხით ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის რეფორმით. 2015 წლის ინტერვიუში, ყოფილი პროკურორი და შემდეგ იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ამბობდა, რომ იმ დროს სახელმწიფოს მიზანს სისხლის სამართლის პოლიტიკის ხისტ მეთოდებზე გადასვლა წარმოადგენდა, რადგან ნარკოტიკები (ამ შემთხვევაში მათ არც უფიქრიათ ამ უკანასკნელის კლასიფიკაცია) და კრიმინალი გადაჯაჭვული იყო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი, ერთის მხრივ სახელმწიფო პოლიტიკას ნარკოდანაშაულის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ადამიანების, რომლებიც წინააღმდეგნი არიან ან ეთანხმებიან დეკრიმინალიზაციას, მთავარ არგუმენტად მოიაზრებენ ისტორიულ მეხსირებას. ყოველთვის ავლებენ კავშირს 90-იანების ნარკოსცენასთან, კრიმინალურ დაგუფებეტან და ამ კუთხით აკრიტიკებენ ან/და ეთანხმებიან სახელმწიფო პოლიტიკას. პირველ შემთხვევაში, კრიტიკის ხაზი მოდის იქედან, რომ დღეს უკვე აღარ არის ის სოციალური და პოლიტიკური ვითრება, რაც 20-25 წლის წინ იყო და აქედან გამომდიანრე აბსურდულია გვქონდეს ამგვარი პოლიტიკა - ხალხის ამ კატეგორიას, პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ პროგრესული ნაწილი. აქვე არის მეორე ჯგუფი, რომელიც ეთანხმება სახელმწიფოს მკაცრ ნარკოპოლიტიკას, რადგან მათ მეხსიერებაში არსებობს ის კატასტროფა, რაც 90-იან წლებში არსებობდა. ზოგიერთ მათგანს პირადი გამოციდლება აქვს, მათი ახლო ნათესავი ან ოჯახის წევრი შეიწირა კონკრეტულმა ნარკოტიკულმა საშუალებამ, ხოლო მეორე ნაწილისთვის ნარკოტიკები ქაოსთან, უწესრიგობასთან და კრიმინალის ზრდასთან ასოცირდება.

ზემოთ განსაზღვრულ ფაქტორს თუ მივიღებთ მხედველობაში, სახელმწიფოს სტრუქურული თეორია გამოგვადგება შემდგომი ანალიზისთვის. ის სენტიმენტები და შეხედულებები რაც ნარკოტიკების ან ნარკომომხმარებლების მიმართ არსებობდა, სახელმწიფომ გადათარგმნა თავისი პოლიტიკის ლეგიტიმაციის საშუალებად - “არსებობს კაზუალური კავშირი ნარკოტიკების მოხმარებასა და კრიმინალს შორის”. იდეოლოგურ ნარატივად, ე.წ უცხოდ, არასასურველად მათ წარმოაჩინეს 90-იანი წლები და მასთან ასოცირებული ქაოსი.
თუმცა, ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაციას, გარდა მორალური ლიგიტიმაციისა, ჭირდებოდა უფრო მეტი, ეს კი აღმოჩნდა საერთაშორისო ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ. ამ მხრივს, საქართველო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ამერიკული პოლიტიკა, რომელიც დღესდღეობით განიხილება როგორც არაჰუმანური, რეპრესიული და მოძველებული საქართველოში კიდევ ერთხელ იჩინა თავი. ძირითადი დისკურსი სახელმწიფოს მხრიდან იყო საერთაშორისო ხელშეკრულებების და ვალდებულებების მოშველიება, რომ ესა თუ ის პოლიტიკა პრინციპულად თანხმობაში მოდიოდა “ცივილურ სამყაროსთან”. თუმცა კი, ეს ხშირად სადაო ხდებოდა, როდესაც სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები სახელმწიფოს სხვა ალტერნატიულ რეკომენდაციებზე მიუთითებდნენ. აღსანიშნავია, რომ არა საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისთვის ამგვარი პოლიტიკის გატარების ეტაპზე, დღეს შესაძლოა სხვა პარადიგმის წინაშე დავმდგარიყავით.
ერთის მხრივ, სახელმწიფომ მოახერხა საშინაო და საგარეო ფაქტორების გაერთიანება და ნარკოპოლიტიკის გამკაცრება პოსტ რევოლუციურ პერიოდში, ხოლო ამ პოლიტიკის საწინააღმდეგო ხმა თითქმის აღარ არსებობდა საჯარო სივრცეში. იმ განუზომელად დიდი წარუმატებლობისა და მსხვერპლისა, რაც ამ პოლიტიკამ მოიტანა, გაჩნდა სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ამის წინააღმდეგ წავიდნენ. საჯარო სივრცე კი ხელახლა გახდა განსჯის ველი: ნელ-ნელა ყველა მიდიოდა იმ დასკვნამდე რომ რეფორმა გარდაუვალი იყო.

ავტორი დავით ლაღიძე